пятница, 13 ноября 2015 г.

ამედეო მოდილიანი - ბიოგრაფია

ამედეო კლემენტ მოდილიანი (იტალ. Amedeo Clemente Modigliani; დ. 12 ივლისი1884ლივორნოიტალია — გ. 24 იანვარი1920,პარიზისაფრანგეთი) — იტალიელი მხატვარი და მოქანდაკე. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ცნობილი მხატვარი, ექსპრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი. 

ამადეო მოდილიანი 1884 - 1920 ჩანაწერები და ნახატები

„მოდილიანის წილად ხვდა ფუფუნება ღატაკად დარჩენისა“ - ჟან კოკტო

„გოგენის შემდეგ, მან უეჭველად ყველაზე უკეთ შეძლო გამოეხატა თავის შემოქმედებაში გრძნობა ტრაგიკულისა, მაგრამ მასთან ეს გრძნობა ბევრად უფრო ინტიმურია და გამორიცხავს ყოველგვარ მანკიერებას. მოდილიანი, შეიძლება ითქვას, ყველაზე თანამედროვეა ჩვენს თანამედროვე მხატვართა შორის. იყო თანამედროვე მხატვარი, ნიშნავს იმას, რომ

უცნობი ფაქტი ცნობილ მხატვარზე

ამადეო მოდილიანი ხშირად
აბსენტით სავსე ბოთლს მიღმა უყურებდა მის გარშემო არსებულ საგნებს და ადამიანებს.შესაძლოა, 
სწორედ აქედან წარმოიშვა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილიც: არათანაბარი პროპორციები, გედისებური
კისერი, დახრილი, ვიწრო მხრები, აპრეხილი ცხვირი, თხელი ტუჩები და ნუშისებური თვალები გუგების
გარეშე.

მოდილიანის ერთგული მუზა

მადეო მოდილიანს (1884-1920) – იტალიელ მხატვარს,(ექსპრესიონისტს) მეგობრები მოდის ეძახდნენ. იგი ბევრს სვამდა, ეწეოდა და რაც კი თავში მოუვიდოდა ყველაფერს აკეთებდა. მოდილიანი თავისი დროის ყველაზე განათლებული მხატვარი იყო. უცნაურსა და რომანტიკულ მოდის ასეთივე უცნაური და ერთგული მუზა ჰყავდა, რომელსაც თანამედროვენი იდეალურსა და გასხივოსნებულს ეძახდნენ. მათ დაქორწინება ვერ მოასწრეს,მოდილიანის ტუბერკულოზით დაავადების გამო, ამიტომ ჟანა ებიუტერნი ისტორიას მხოლოდ მოდილიანის არაოფიციალურ ცოლად შემორჩა.

ფილმი "მოდილიანი"

ნაწყვეტი ფილმიდან "მოდილიანი"